მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კლუბებს მაქსიმალური მხარდაჭერა ექნებათ, რათა მომავალში მუშაობა შეძლონ - კალაძე

614b14717b812
ვიქტორია მღებრიშვილი
22.09.21 19:35
682
„კლუბებს მაქსიმალური მხარდაჭერა ექნებათ, რათა მომავალში მუშაობა შეძლონ“, - ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ თბილისი ეკონომიკური პოლიტიკის წარდგენის შემდეგ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ღამის ეკონომიკის განვითარებას შეეხებოდა.

მისი შეფასებით, გასული 4 წლის განმავლობაში თბილისის მერია ღამის ეკონომიკის მიმართულებით აქტიურად მუშაობდა და პანდემიის პერიოდში ამ მიმართულებით კერძო სექტორს დიდი დახმარება აღმოუჩინა.

„ასევე მნიშვნელოვანი დახმარებები გავუწიეთ საკლუბო სცენებს, რომლებიც ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, თუმცა ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ მათ შეძლონ ფუნქციონირება და გააგრძელონ მუშაობა. ამას ხელს უშლის არსებული კოვიდ სიტუაცია. ღამის ეკონომიკის ფარგლებში ყურადღების მიღმა არავის დავტოვებთ და საკლუბო სცენასაც მაქსიმალური მხარდაჭერა ექნებათ იმისთვის, რომ მათ მომავალში შეძლონ მუშაობა და ფუნქციონირება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები