პარლამენტთან, ჭიჭინაძის ქუჩაზე „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი ცოტნე კობერძიე სავარაუდოდ, დააკავეს.
როგორც გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, ის სპეცდანიშნულების რაზმმა ე.წ. კორდონში შეითრია.
ასევე, კოალიცია "ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს: "ცოტნე კობერიძე შეითრიეს რობოკოპებმა".
განახლება: დაახლოებით, 04:00 საათისთვის [7 დეკემბერი] ცოტნე კობერიძე გაათავისუფლეს.