„კოალიციამ ცვლილებებისთვის“ სიის ჩახსნის მოთხოვნით ცესკოს მიმართა. როგორც კოალიციის წევრმა თენგო თევზაძემ "ტელეკომპანია პირველს" ცესკოში განუცხადა, როდესაც ცესკო მათ პარტიულ სიას ჩახსნის, პარლამენტს მიმართავენ მანდატების გაუქმებასთან დაკავშირებით.
"კოალიცია ცვლილებებისთვის არის პოლიტიკური პარტია, რომელიც არის პოლიტიკური პასუხისმგებლობით სავსე. ჩვენს სიტყვას ვასრულებთ და ვხსნით სიას. როდესაც ცესკოს თავმჯდომარე ჩაგვიხსნის პარტიულ სიას, ამავდროულად ჩვენ მივმართავთ პარლამენტს მანდატების გაუქმებასთან დაკავშირებით. ცესკოს აქვს 3 დღის ვადა. მათ მოვუწოდებთ, რომ უახლოეს დღეებში, ხვალ სამუშაო დღეა და ხვალ ჩახსნამ ჩვენი პარტიული სია რათა შემდგომ მივმართოთ ე.წ. საქართველოს პარლამენტს. სამწუხაროა, რომ გვიწევს მიმართვა პარლამენტის მიმართ, რომლის ლეგიტიმაციას და უფლებამოსილებას არ ვცნობთ, ვინაიდან ესაა პროცედურები, რომლებიც უნდა დავიცვათ", - განაცხადა თენგო თევზაძემ.