მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კობა გვენეტაძე: ნოემბრის მაჩვენებლით, საკრედიტო პორტფელის წლიური ზრდა კარგია

5df8ea84a317b
ინგა მურუსიძე
17.12.19 18:50
1333
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, ნოემბრის მაჩვენებლით, საკრედიტო პორტფელის წლიური ზრდა კარგია.

„ნოემბრის მაჩვენებლით საკრედიტო პორტფელის წლიური ზრდა არის 13.8%, ეს არის გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, რეალური ზრდა, რაც ნამდვილად კარგი მაჩვენებელია. იყო ასეთი შეფასებებიც გასულ წელს, რომ იმ ნაბიჯების შემდეგ, რაც გადადგა ეროვნულმა ბანკმა, ზრდა შეიძლებოდა უარყოფითი ყოფილიყო, რაზეც დარწმუნებული ვიყავით, რომ ასე არ იქნებოდა. თუ შევხედავთ პორტფელის შემადგენლობას, მოხდა გადანაწილება სამ სექტორში ანუ საცალოდან კორპორატიულ, მცირე და საშუალო საწარმოების სექტორებზე. მათი წილი დაფინანსებას და პორტფელში გაიზარდა. ზუსტად კორპორატიული სექტორი და მცირე და საშუალო საწარმოების სექტორები არის ის სექტორები, რომლებიც ყველაზე მეტ სამუშაო ადგილებს ქმნის ეკონომიკაში“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

რაც შეეხება რეგულაციების შერბილებას, რომელიც სესხების ლარში გაცემასთან დაკავშირებით 200 000 ლარის ზღვარის 100,000 ლარამდე შემცირებას ეხება, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ამბობს, რომ ამ საკითხზე ფინანსთა სამინისტროსთან კომუნიკაცია შედგა, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

„ამ საკითხზე განხილვები და კონსულტაციები მიმდინარეობს“, - განაცხადა გვენეტაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები