მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კობა გვენეტაძე უზბეკეთში IMF-ის მუდმივ წარმომადგენლად დაინიშნა

გვენეტაძე

კობა გვენეტაძე უზბეკეთში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე დაინიშნა. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი თავად ავრცელებს.

"ცვლილების დროა - ნოემბრის თვიდან ვიკავებ უზბეკეთში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობას. უზბეკეთი 2017 წლიდან დაადგა ამბიციური რეფორმების გზას, ეკონომიკის ლიბერალიზაციას და მრავალმხრივი რეფორმების განხორციელებას.

მოხარული ვარ, რომ ვიცხოვრებ ახალ ქვეყანაში, ვიმუშავებ ახალ კოლეგებთან და ჩემს ცოდნას და გამოცდილებას უზბეკეთის რეფორმების გზაზე მხარდასაჭერად გამოვიყენებ.

შევხვდებით ტაშკენტში", - წერს კობა გვენეტაძე სოციალურ ქსელში თავის გვერდზე.

კობა გვენეტაძე 2016-2023 წლებში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები