მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კობა გვენეტაძის განცხადებით, ეროვნული ბანკი სავალუტო რეზერვებს ავსებს

62ebec3e2a950
შოთა ტყეშელაშვილი
04.08.22 20:00
992
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზრიდან აშშ დოლარის შესყიდვები გააქტიურა. ივნისის შემდეგ სებ-მა $140 მილიონ დოლარზე მეტი შეიძინა, აქედან $130 მილიონი Bmatch პლატფორმით, $10 მილიონი კი სავალუტო ინტერვენციის გზით შეიძინა.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ BMG-ის გადაცემა “რედაქტორის” ეთერში ამ შესყიდვების მიზეზი განმარტა. მისი თქმით, დღეს საქართველოს სავალუტო რეზერვები არაადეკვატურ დონეზეა, ამიტომაც სებ-ი მის ეტაპობრივად შევსებას ახდენს.

“რა თქმა უნდა რეზერვების შევსებისთვისაც მნიშვნელოვანია. დღესდღეობით სავალუტო რეზერვების დონე არ არის ადეკვატური. რაოდენობის მხრივ გეთანხმებით რომ არ არის ცუდი.

ჩვენ ვუყიურებთ ნომინალურ კურსს და რეალურ ეფექტურ კურსს, რომელიც არის ძალიან გამყარებული. ეს მოგეხსენებათ ქვეყნის ექსპორტს და საექსპორტო პოტენციალს ხელს უშლის.

ჩვენ როდესაც გავყიდეთ 912 მილიონი დოლარი 2020 წელს და შემდეგ 2021 წელსაც ნეტ გაყიდვები გვქონდა, იმისათვის რომ ამ ფულის გაყიდვის საშუალება გვქონოდა უნდა გვეყიდა. იმის მიუხედავად, რომ დახმარებაც მოვიდა დონორებისგან.

მეც გამომიყენებია ეს ციტატა ადრე, რომ სახურავი უნდა შეაკეთო მაშინ, როდესაც მზიანი ამინდია და არ წვიმს. ვფიქრობთ რომ ახლა არის სიტუაცია რეზერვების დაგროვების, თუმცა ეს არ არის ყველაზე მთავარი რასაც ჩვენ ვაკეთებთ. ჩვენ ვუყურებთ ბაზარს და სადაც ფუნდამენტურ ფაქტორებს მიჰყავს კურსი, მათ ხელს არ უშლის არც გამყარების დროს, არც გაუფასურების დროს,”- განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

ივლისის მდგომარეობით, საქართველოს სავალუტო რეზერვების ზომა 3.92 მილიარდი დოლარია. რეზერვების განახლებულ სტატისტიკას ეროვნული ბანკი 8 აგვისტოს გამოაქვეყნებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები