მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კობა გვენეტაძის მიმართ სიმპათიები გამიჩნდა - თემურ ჭყონია

603152d2d1f74
ელენე გოგბერაშვილი
20.02.21 22:04
3716
ბიზნესმენი თემურ ჭყონია ეროვნულ ბანკს და მის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს ლარის გაუფასურების გამო აღარ აკრიტიკებს. როგორც ჭყონია BM.GE-თან ინტერვიუში ამბობს, პირიქით, მას სიმპათიებიც კი გაუჩნდა გვენეტაძის მიმართ და განმარტავს რატომაც.

„ადრე ძალიან ვაკრიტიკებდი ეროვნულ ბანკს, მის პრეზიდენტს. ვფიქრობ, იმ მომენტში ძალიან მართალი არ ვიყავი. დღევანდელი ეკონომიკური სიტუაციიიდან გამომდინარე ლარის კურსი რაღაცნაირად შენარჩუნებულია. ვფიქრობ, აქ ორი მომენტია: სებ-ი თავისუფალია თავის მოქმედებებში; ადრე უფრო დატვირთული იყო ასე მეჩვენება.

დღევანდელ სიტუაციაში რომ ვართ, ღმერთს მადლობა უნდა გადავუხადოთ. სებ-ის პრეზიდენტის მიმართ რაღაც სიმპათიები დამეწყო, რადგან ბევრ ქვეყანაში ასეთ პოლიტიკურ სიტუაციაში შესაძლებელია უარესი მდგომარეობა ყოფილიყო“-აცხადებს ბიზნესმენი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები