მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კობახიძე აშშ-ის წინა ადმინისტრაციას საქართველოს მიმართ „დიპლომატიურ ზეწოლაში“ კიდევ ერთხელ ადანაშაულებს

ირაკლი კობახიძე

პრემიერ-მინისტრი ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციის პოლიტიკას კიდევ ერთხელ აკრიტიკებს და აცხადებს, რომ სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან ქვეყანაზე „პოლიტიკური და დიპლომატიური ზეწოლა“ ხორციელდებოდა.

მისი თქმით, ერეკლე მეორის დროინდელი რეალობის გასააზრებლად მნიშვნელოვანია იმის დანახვა, თუ როგორ მოქმედებენ პარტნიორი სახელმწიფოები საქართველოს მიმართ დღეს.

„ერეკლე მეორის დროინდელი რეალობის უკეთ გასააზრებლად, დღევანდელ კრიტიკოსებს თუ მხარდამჭერებს ერთი მნიშვნელოვანი რამ უნდა შევახსენოთ, კონკრეტულად კი ის, თუ როგორ მოქმედებენ სახელმწიფოები საქართველოს მიმართ მაშინაც კი, როდესაც ისინი საკუთარ თავს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებად ან მეგობრებად მოიხსენიებენ. ამის ნათელი მაგალითია ამერიკის შეერთებული შტატები“.

მისი მტკიცებით, აშშ-ის წინა ადმინისტრაცია საქართველოსთან მიმართებით „ხშირად სრულიად უსამართლოდ, უკიდურესად ხისტად მოქმედებდა“ და პოლიტიკური ზეწოლის მექანიზმებს იყენებდა.

„მათი ამგვარი დამოკიდებულება განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა სწორედ იმ საკითხებთან მიმართებით, რომლებიც საქართველოს სუვერენიტეტს, კანონმდებლობას, გამჭვირვალობასა და საზოგადოებრივ ღირებულებებს უკავშირდებოდა. როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ გარკვეულ საკითხებზე საკუთარი პოზიციის დაცვა და დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება სცადა, ამის პასუხად პოლიტიკური და დიპლომატიური ზეწოლის სხვადასხვა ფორმა მივიღეთ“.

დღეს, 18 აგვისტოს კობახიძემ ბრიფინგი საქართველოს ისტორიულ არჩევანთან დაკავშირებით გამართა და ერეკლე მეორის ნაბიჯს არაერთხელ უწოდა ბრძნული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები