მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კობახიძე ბოტსვანას პრეზიდენტს შეხვდა

კობახიძე

"ოცნების" მთავრობაში პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დუბაიში, მსოფლიო მთავრობათა სამიტის ფარგლებში, ბოტსვანას რესპუბლიკის პრეზიდენტს, დუმა გიდეონ ბოკოს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა და ამ მიმართულებით საერთაშორისო მხარდაჭერის მნიშვნელობა იყო. ირაკლი კობახიძემ ბოტსვანას პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა გაეროში საქართველოს მიერ ინიციირებული რეზოლუციის მხარდაჭერისთვის, რომელიც იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსს ეხება.

მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული პოლიტიკური დიალოგიც. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო მზად არის, ბოცვანის რესპუბლიკას სხვადასხვა სფეროში გატარებული რეფორმების გამოცდილება გაუზიაროს.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები