მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კობახიძე ეჭვობს, რომ ბაზრის მოთამაშეები შესაძლოა, შეთანხმებულად, კარტელური პრინციპით მოქმედებდნენ

ირაკლი კობახიძე

"ოცნების" მთავრობაში პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამომხმარებლო ფასების ზრდას სავაჭრო ქსელების მხრიდან მაღალ მარჟებსა და ბაზარზე არსებულ შესაძლო „კარტელურ პრინციპებს“ უკავშირებს. ვიდეომიმართვაში, რომელიც პრემიერმა ფასების საკითხზე გაავრცელა, მან სექტორში არსებულ რამდენიმე პრობლემურ ფაქტორზე ისაუბრა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ბაზარზე არსებული ვითარება აჩენს ეჭვს, რომ მსხვილი მოთამაშეები შესაძლოა შეთანხმებულად მოქმედებდნენ.

„მაგალითად, ესაა ე.წ. ქსელის ქეშბექი, მაღაზიაში შესვლისთვის დაწესებული საფასური, დისტრიბუტორებისთვის ან მწარმოებლებისთვის თანხის გადახდის დაგვიანება, მაღაზიების სიმრავლე და ახალი მაღაზიის გახსნის ხარჯის ასახვა ფასში და ა.შ. რაც მთავარია, არსებული პრაქტიკა აჩენს ეჭვს, რომ ბაზრის მოთამაშეები შესაძლოა, შეთანხმებულად, კარტელური პრინციპით მოქმედებდნენ, რასაც, ბუნებრივია, დამატებითი ანალიზი ესაჭიროება“, – თქვა კობახიძემ.

ცნობისთვის, "ოცნების მთავრობაში" პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოში სურსათის ფასები ევროპის ქვეყნებთან შედარებით მნიშვნელოვნად მაღალია, რაც სადისტრიბუციო კომპანიებისა და საცალო ქსელების მაღალი ფასნამატით არის გამოწვეული. რაკლი კობახიძემ სადისტრიბუციო კომპანიებთან და მარკეტებთან აქტიური მუშაობა დააანონსა; სამართალდამცავ უწყებებს ბაზრის მოთამაშეების მხრიდან სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების აღმოფხვრის მიზნით, საკითხის სიღრმისეული შესწავლა დაავალა. აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში საჭიროების შემთხვევაში, ანტიმონოპოლიურ მექანიზმებსაც გამოვიყენებთ. პარლამენტს კი საკითხის შესაფასებლად შესაბამისი საპარლამენტო ბერკეტების გამოყენების მიზნით საპარლამენტო კომისიის შექმნის თხოვნით მიმართა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები