ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით თურქმენეთში გაემგზავრა. როგორც "ოცნების" მთავრობის ადმინისტრაცია იტყობინება, აშხაბადის საერთაშორისო კობახიძის დახვედრის ცერემონია გაიმართება.
bm.ge გთავაზობთ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების ოფიციალურ სტატისტიკას
ვაჭრობა
გასულ წელს საქართველო თურქმენეთის სავაჭრო ბრუნვა 81 მლნ აშშ დოლარამდე 19.6%-ით შემცირდა.
81 მლნ-დან ექსპორტი 22.9 მლნ აშშ დოლარია 158%-იანი ზრდით, იმპორტი კი 58 მლნ აშშ დოლარი 36.8%-იანი ზრდით.
გასული წლის TOP-5 საექსპორტო სასაქონლო ჯგუფი თურქმენეთში:
- ფრინველის ნედლი ან გაყინული ხორცი - $11.3 მლნ;
- სხეულის ხელოვნური ნაწილები - $2.6 მლნ;
- დაფასოებული მედიკამენტები - $1.8 მლნ;
- მსუბუქი ავტომობილები - $1.09 მლნ;
- სპირტიანი სასმელები - $927.2 ათასი.
გასული წლის TOP-5 იმპორტირებული სასაქონლო ჯგუფი თურქმენეთიდან:
- ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $45.4 მლნ;
- კოქსი, ნავთობის ბიტუმი და ნავთობის გადამუშავების სხვა ნარჩენები - $4.8 მლნ;
- ნაწარმი თაბაშირის ან მის საფუძველზე დამზადებული ნარევებისაგან - $1.6 მლნ;
- მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი სასუქები - $1.05 მლნ;
- სატვირთო ავტომობილები - $831 ათასი.
FDI
ტრადიციულად, თურქმენეთიდან საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა მცირეა. გასული წლის 3 კვარტალში 490.4 ათასის ინვესტიცია ჩაიდო.
ბოლო წლების სტატისტიკა კი ასეთია:
- 2019 - $3.1 მლნ;
- 2020 - $-268 ათასი;
- 2021 - $1.1 მლნ;
- 2022 - $1.4 მლნ;
- 2023 - $98 ათასი.
ტურიზმი
გასულ წელს თურქმენეთიდან 17,546 ადამიანი შემოვიდა, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 33.1%-ით მეტია 2023 წლის მაჩვენებელზე, როცა საქართველოში თურქმენეთის 13 179 მოქალაქე შემოვიდა.
თურქმენეთთან და თურქმენეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობა ნულოვანია.