ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება უნგრეთის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და პეტერ მადიარსა და მის პარტიას გამარჯვებას ულოცავს.
კობახიძის თქმით, იგი მილოცვას ქართველი ხალხისა და საქართველოს მთავრობის სახელით აგზავნის.
"მადლობას ვუხდი ვიქტორ ორბანს და მის გუნდს წლების მანძილზე საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და ქართველი ხალხის გამორჩეული, მტკიცე მხარდაჭერისთვის.
საქართველოს და უნგრეთს აკავშირებს მეგობრობისა და პარტნიორობის ხანგრძლივი ისტორია, რომელიც აუცილებლად გაგრძელდება" - წერე კობახიძე.
უნგრეთში 12 აპრილს ჩატარებული არჩევნების შედეგად ოპოზიციურმა პარტიამ „ტისა“ დაამარცხა პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის პარტია „ფიდესი" და წინასწარი მონაცემებით, პარლამენტის მანდატების უმრავლესობა მოიპოვა.




























