ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს, სურენ პაპიკიანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული მრავალმხრივი თანამშრომლობა და ურთიერთობების მზარდი დინამიკა მიმოიხილეს.
შეხვედრის ძირითადი აქცენტები თავდაცვის სფეროს დაეთმო. კერძოდ, საუბარი შეეხო:
თავდაცვის სფეროში პარტნიორობას და ხაზი გაესვა, რომ თანამშრომლობა წარმატებით ვითარდება ორმხრივი გეგმის ფარგლებში.
იმსჯელეს რეგიონული და საერთაშორისო მნიშვნელობის ინიციატივებზე და ყურადღება გამახვილდა სამხრეთ კავკასიის როლზე საერთაშორისო პროცესებში.
ირაკლი კობახიძემ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მზაობა, წვლილი შეიტანოს რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის განმტკიცების პროცესში.
„საქართველოსა და სომხეთს შორის თავდაცვის სფეროში პარტნიორობა წარმატებით ვითარდება ორმხრივი თანამშრომლობის გეგმის ფარგლებში“, - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.




























