მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კობახიძე ყაზახეთის პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევს შეხვდა

თიკაიევი

"ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, კასიმ-ჟომარტ ტოკაევს შეხვდა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, „მხარეებმა ყურადღება დაუთმეს ორ ქვეყანას შორის არსებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ კავშირებს, ასევე სხვადასხვა სფეროში წარმატებულ თანამშრომლობას".

„აღინიშნა სავაჭრო ბრუნვის ზრდის პოზიტიური დინამიკა, ასევე საინვესტიციო და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების კუთხით არსებული პოტენციალი. პრემიერმა ხაზი გაუსვა საქართველოს სატრანზიტო როლს, ასევე დაკავშირებადობისა და შუა დერეფნის განვითარების ხელშესაწყობად ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას. საუბრისას, მხარეებმა ყურადღება დაუთმეს რეგიონულ გამოწვევებს. პრემიერ-მინისტრმა ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.ირაკლი კობახიძეს თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნა მიულოცა ყაზახეთის პრეზიდენტმა და ხაზი გაუსვა მის ძლიერ ლიდერობას", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ყაზახეთი არ არის ქვეყნების იმ მცირე ჩამონათვალში, რომლებმაც "ქართულ ოცნებას" 2024 წლის 26 ოქტომბრის სადავო არჩევნებში გამარჯვება ოფიციალურად მიულოცეს. თუმცა, ყაზახეთის პრემიერმა ახალი წელი მიულოცა "ოცნების" არჩეულ პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები