მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კობახიძემ IMMAF-ის პრეზიდენტთან შეხვედრაზე მსოფლიოს ჩემპიონატის საქართველოში ჩატარების შესაძლებლობა განიხილა

კობახიძე

ირაკლი კობახიძე საერთაშორისო შერეული საბრძოლო ხელოვნებების ფედერაციის (IMMAF) პრეზიდენტს, კერით ბრაუნს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია იტყობინება.

"ოცნების" მთავრობის ინფორმაციით, შეხვედრაზე 2025 წლის შემოდგომაზე საქართველოში შერეული საბრძოლო ხელოვნებათა მსოფლიოს ჩემპიონატის (MMA) ჩატარების შესაძლებლობა განიხილეს.

"აღინიშნა, რომ ამ თემაზე კომუნიკაცია და აქტიური თანამშრომლობა გაგრძელდება.

საუბარი ასევე შეეხო საქართველოში შერეულ საბრძოლო ხელოვნებათა განვითარების პერსპექტივებს.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე და მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილი დაესწრნენ", - წერია ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები