მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კობახიძემ უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფცია მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან განიხილა

12

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, "ქართული ოცნების" პრემიერი ირაკლი კობახიძე მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს სამხრეთ კავკასიაში როლანდ პრაისს და მსოფლიო ბანკის გლობალურ დირექტორს განათლების მიმართულებით, ლუის ბენვენისტეს შეხვდა.

კობახიძემ მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს მთავრობის მიერ შემუშავებული უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფცია გააცნო.

"ირაკლი კობახიძემ ყურადღება გაამახვილა განათლების სისტემაში არსებულ ძირითად გამოწვევებზე, რომელთა საფუძველზე რეფორმის ძირითად ამოცანებად სისტემის გეოგრაფიული დეკონცენტრაცია, რესურსების ოპტიმიზაცია, საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურისა და განათლების ხარისხის თვისებრივი გაუმჯობესება განისაზღვრა. ხაზი გაესვა მსოფლიო ბანკის მხარდაჭერის მნიშვნელობას უმაღლესი განათლების რეფორმის წარმატებით განხორციელების პროცესში", - წერია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მსოფლიო ბანკის ამჟამინდელი პორტფელი საქართველოში 8 აქტიურ ინვესტიციას მოიცავს, რომელთა საერთო ღირებულება 975 მილიარდ დოლარს აღემატება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები