ჩვენ გვინდა არამხოლოდ ურთიერთობების გადატვირთვა აშშ-თან, არამედ უფრო მეტიც, გვინდა კონკრეტული გზამკვლევით, სუფთა ფურცლიდან განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა, – ამის შესახებ "ოცნების" პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
კობახიძის თქმით, რამდენადაც შეძლებს ტრამპი „დიფ სთეითის“ დამარცხებას, გადაიტვირთება ურთიერთობები საქართველოსა და აშშ-ს შორის.
"გვესმის, რომ დღეს ძალიან ბევრი საქმე აქვს ტრამპის ადმინისტრაციას. შიდა საქმეები მოსაგვარებელია, არის ომის დამთავრების საკითხი. აქედან გამომდინარე, შეიძლება საკმარისი დრო ვერ გამოინახოს ამ ეტაპზე საქართველოსთვის, თუმცა ვფიქრობ, გარკვეულ ეტაპზე დადგება აუცილებლად ის დრო, როცა ტრამპის ადმინისტრაცია სერიოზულად დაინტერესდება ქართულ-ამერიკული ურთიერთობებით და ეს უნდა გახდეს საწინდარი იმისა, რომ გადაიტვირთოს ურთიერთობები საქართველოსა და აშშ-ს შორის. ასევე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული „დიფ სთეითის“ დამარცხებაზე. იმდენად, რამდენადაც შეძლებს ტრამპი „დიფ სთეითის“ დამარცხებას, გადაიტვირთება ურთიერთობები საქართველოსა და აშშ-ს შორის“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ.
კითხვაზე, რატომ არ მონაწილეობს „ქართული ოცნება“ ვაშინგტონში მიმდინარე კონსერვატიული პოლიტიკური ქმედების ყოველწლიურ კონფერენციაში (CPAC), რომლის ანალოგსაც ბუდაპეშტში ბოლო ორი წელია ესწრება, კობახიძემ უპასუხა, რომ ეს „სხვა ფორმატია“. ამასთან, იმედი გამოთქვა, რომ კონფერენციაზე უნგრეთში კვლავ იქნება წარმოდგენილი




























