მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კობახიძეს სამი ვიცე-პრემიერი ეყოლება - რა იცვლება მთავრობის სტრუქტურაში?

12

საქართველოს მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებებია. დღეს, 21 აპრილს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ახალი ვიცე-პრემიერები ეყოლება. ვიცე-პრემიერად დაინიშნა სახელმწიფო უსაფრთხოების ყოფილი ხელმძღვანელი მამუკა მდინარაძე, რომელიც ასევე მთავრობაში ახალ სტრუქტურას უხელმძღვანელებს.

კერძოდ, მთავრობის სტრუქტურას ემატება ახალი პოზიცია სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი.

ამას გარდა, საგარეო საქმეთა მოქმედი მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ვიცე-პრემიერად დაინიშნა. დღეის მდგომარეობით, ჯამში კობახიძეს სამი ვიცე-პრემიერი ეყოლება: თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, ბოჭორიშვილი და მდინარაძე.

კვლავ რჩება 14 სამინისტრო. დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი გელა გელაძეს შეცვლის სულხან თამაზაშვილი, რომელიც აქამდე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე იყო. გელაძე სუსის უფროსის პოსტს დაიკავებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები