მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კობახიძესთან შეხვედრაზე ანაკლიის პორტზე და რკინიგზის მოდერნიზაციაზე ჰქონდა ბიზნესს კითხვები - მიხეილ ნამადოვი

ანაკლია

გასულ კვირას საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრები ირაკლი კობახიძეს და მთავრობის ეკონომიკურ გუნდს შეხვდნენ. როგორც შეხვედრიდან გამოსული ბიზნესის ნაწილი აცხადებდა ადგილზე საუბარი იყო მათ შორის ლოგისტიკურ პროექტებზე.

Kairos Logistics-ის გენერალური დირექტორი ამბობს, რომ კითხვები დაისვა ანაკლიის პორტთან და რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტთან დაკავშირებითაც. მისი თქმით, მთავრობის წევრები აცხადებენ, რომ ანაკლიის პორტზე დეტალების ცნობილი უახლოეს პერიოდში იქნება, რადგან პროცესი ფინალურ ფაზაშია.

ნამადოვი ამბობს, რომ თუ ანაკლიის პორტის თემა დაიძრა და ასევე რკინიგზის მოდერნიზაცია ბოლომდე მივიდა, ქვეყანა უფრო მეტად კონკურენტუნარიანი გახდება, თუმცა პროცესებში აუცილებელი იქნება საბაჟო პროცედურების გამარტივება და დიგიტალიზაცია.

“ანაკლიაზე იყო დასმული კითხვა. მივიღეთ პასუხი, რომ უახლოეს პერიოდში იქნება დეტალები ცნობილი, იმიტომ რომ ფინალურ ფაზაში შედის, ვინაიდან საკმაოდ მოცულობითი კონტრაქტია და რთულია. აქაც ისევ ვეჯახებით ცოტათი, ჩემი აზრით, ბიუროკრატიულ მომენტებს, იმიტომ რომ მაინც სახელმწიფოა ჩართული და საკანონმდებლო დონეზე სავარაუდოდ სჭირდება, რომ პროცესი დახვეწილი იყოს.

ასევე, რკინიგზაზე იყო საუბარი და აქაც პროცესი მიდის და არ არის თეორიული ეს პროექტი. რკინიგზა და ანაკლია ერთად, ჩემი აზრით, იქნება ერთ-ერთი ჩვენი კონკურენტუნარიანობა. ამას კარგი იქნება თუ დავამატებთ, რომ საბაჟო პროცედურები გამარტივებული გვექნება, სადაც შეგვიძლია დიგიტალიზაცია და თუნდაც ხელოვნური ინტელექტის ჩასმა, რომ რუტინულ თემებში არ იკარგებოდეს დღეები.

რამდენიმე დღე იკარგება ხოლმე, როცა განსაკუთრებით სისწრაფეზეა საუბარი, ეს პროცესი საკმაოდ ამცირებს შენს შესაძლებლობებს. მარტივად ვიტყვი, პატარა ქვეყანა ვართ, დაახლოებით რადიუსი გვაქვს 400-450 კმ სარფიდან წითელ ხიდამდე.

დაახლოებით გადამზიდი ვკარგავთ 7-8 დღემდე ზოგჯერ, იმიტომ რომ სარფი იჭედება, მერე წითელი ხიდი იჭედება და ეს ჯამურად ფონს აფუჭებს,”- ამბობს Kairos Logistics-ის გენერალური დირექტორი მიხეილ ნამადოვი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები