"ქართული ოცნების" პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საკითხის განხილვა მათთვის საინტერესო არ არის, რადგან საქართველომ ამ სტრუქტურაში საქმიანობა შეაჩერა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
„ჩვენთვის საინტერესო არ არის, ვთქვით, რომ ვაჩერებთ ჩვენს საქმიანობას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში. ჩვენი მხრიდან არის შეჩერებული ჩვენი საქმიანობა“, - თქვა კობახიძე.
დღეს, 7 აპრილს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) საქართველოში არსებულ სიტუაციაზე დებატები და „ქართული ოცნების“ დელეგაციის უფლებამოსილების საკითხზე კენჭისყრა 10 აპრილამდე გადაიდო.
29 იანვარს ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნება“ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას წყვეტს. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, თეა წულუკიანმა სტრასბურგში მას შემდეგ განაცხადა, რაც PACE-მ საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუცია მიიღო.




























