მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კობახიძის განცხადებით, ნამახვანჰესის პროექტის ჩავარდნაზე პასუხისმგებელი, მთავრობის ნაცვლად, NGO-ები არიან

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძემ "ნამახვანჰესის" პროექტს ჩავარდნაზე, სრული პასუხისმგებლობა საქართველოს მთავრობის ნაცვლად NGO-ებს დააკისრა, რომლებიც პროექტის განხორციელებას აპროტესტებდნენ. ამის შესახებ მან BMG-ის კითხვაზე პასუხისას განაცხადა.

2 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ დღეს ცნობილი გახდა, რომ კომპანია Enka Renewables-მა საქართველოს წინააღმდეგ საერთაშორისო არბიტრაჟში გაიმარჯვა და კომპანიამ სახელმწიფოსგან 383.2 მილიონი დოლარის კომპენსაცია უნდა მიიღოს. განაჩენთან დაკავშირებით კითხვას უპასუხა ქართული ოცნების ერთპარტიული პარლამენტის მიერ არჩეულმა პრემიერმა ირაკლი კობახიძემ, რომელმაც განაცხადა, რომ დავა გაგრძელდება და თანხა შეიძლება შეიცვალოს და დაახლოებით 200 მილიონამდე შემცირდეს.

"ამიტომ მივიღეთ გამჭვირვალობის კანონი, რომელსაც დაარქვით რუსული კანონი. უცხოეთიდან დაფინანსებულმა NGO-ებმა ჩააგდეს ეს მნიშვნელოვანი პროექტი საქართველოში. ესეც ისეთივე მნიშვნელობის პროექტია როგორიცაა კობი-ქვეშეთის გვირაბის პროექტი. თუმცა იმხელა წინააღმდეგობა იყო ჩააგდეს პროექტი უცხოეთიდან დაფინანსებულ NGO-ებს, კანონი აუცილებელია რომ ასეთი საზიანო ქმედებები აღარ განხორციელდეს. მათ შორის უცხოური შავი დაფინანსების წინააღმდეგ. ეს NGO-ები არიან პასუხისმგებელი.

დავა გრძელდება და დავას აუცილებლად გავაგრძელებთ. ამ 300 მილიონიდან 200 მილიონი უკვე განხორციელებული ინვესტიციაა და სახელმწიფო არ იზარალებს ამ თანხას. რა თქმა უნდა გინდა 100 მილიონი იყოს და გინდ 10 მილიონი, ეს არის სერიოზული ზიანი", - განაცხადა კობახიძემ.

2021 წლის 22 სექტემბერს კომპანია ENKA-მ განაცხადა, რომ ფორსმაჟორისა და სახელმწიფოს მიერ საინვესტიციო შეთანხმების დარღვევის გამო საინვესტიციო შეთანხმებიდან გადიოდა. მალევე ENKA-მ საერთაშორისო არბიტრაჟს მიმართა, რომელიც დღეს მისი გამარჯვებით დასრულდა.

კომპანია ENKA-ს შვილობილია, კომპანია 433 მეგავატის სიმძლავრის ნამახვანჰესის ჰიდროელექტროსადგურის კასკადს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში აშენებდა, პროექტის ექსპლოატაციაში შესვლა 2025-2026 წლებში იგეგმებოდა. ჰესის საინვესტიციო მოცულობა 800 მილიონი დოლარი იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები