მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კობახიძის განცხადებით, ქვეყანაში არც პოლიტიკური კრიზისია და არც - ეკონომიკური

კობახიძე

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქვეყანაში არც ეკონომიკური კრიზისი გვაქვს და არც - პოლიტიკური. ამის შესახებ კობახიძემ ბრიფინგზე, BMG-ის შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

"დიახ [არავითარი კრიზისი არაა]. მოკლევადიანი შოკი იყო, რა თქმა უნდა, ეკონომიკური თვალსაზრისით, თუმცა ამასაც ძალიან მალე გადავივლით და პირიქით, გაორმაგებული ტემპებით დადგება ყველაფერი ჩვენს ქვეყანაში.

რაც შეეხება პოლიტიკურ კრიზისს, არავითარი პოლიტიკური კრიზისი არ არის. კრიზისი ნიშნავს იმას, რომ ქვეყანას არ ჰყავს სტაბილური მთავრობა, სტაბილური უმრავლესობა პარლამენტში. ამ ქვეყანაში არის სტაბილური უმრავლესობა, სტაბილური მთავრობა, შესაბამისად, არავითარი პოლიტიკური კრიზისი არ არის", - ამბობს კობახიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები