მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კობახიძის თქმით, იგეგმება ტენდერებში ფასის დადგენის ბაზრის კვლევის ელექტრონული მეთოდის დანერგვა

ირაკლი კობახიძე

"ოცნების" პრემიერის, ირაკლი კობახიძის თქმით, იგეგმება ბაზრის კვლევის ელექტრონული მეთოდის დანერგვა, რაც გამორიცხავს გარიგებებს შემსყიდველ ორგანიზაციას და შესაბამის კომპანიებს შორის. მან ამის შესახებ საქართველოს მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კობახიძის თქმით, ყველაფერი იქნება სრულად გამჭვირვალე და უზრუნველყოფილი იქნება სამართლიანი კონკურენცია.

„ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ კორუფციასთან ბრძოლაზე. ამ მიმართულებით ბევრი რამ გაკეთდა გასული რამდენიმე თვის განმავლობაში. მინდა გაგიზიაროთ კიდევ ერთი ინიციატივა, რომელიც უკავშირდება ბაზრის კვლევის ელექტრონული მეთოდის დანერგვას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც გამორიცხავს გარიგებებს შემსყიდველ ორგანიზაციას და შესაბამის კომპანიებს შორის. ყველაფერი იქნება სრულად გამჭვირვალე, შესაბამისად, უზრუნველყოფილი იქნება სრულად სამართლიანი კონკურენცია. მთლიანად იქნება დაზღვეული შესაბამისი გარიგებები. ეს უზრუნველყოფს ხარჯეფექტიანობის გაუმჯობესებას და საბოლოო ჯამში, ეს აისახება შესრულებული სამუშაოების ხარისხზეც“, - განაცხადა პრემიერმა.

კობახიძეს დეტალებზე არ უსაუბრია, რას ითვალისწინებს ბაზრის კვლევის ელექტრონული მეთოდი, bm.ge მთავრობიდან მეტი ინფორმაციის გაგებას შეეცდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები