საქართველოდან სანელებლების ექსპორტი რეკორდულ ნიშნულზეა. წელს 5 თვეში ქვეყნიდან მსოფლიოს ბაზრებზე 20.164 ათასი დოლარის სანელებლების გაიყიდა, მაშინ როდესაც გასულ 2023 წელს, ჯამში 18.7 მლნ დოლარის პროდუქცია იყო ექსპორტირებული.
ბოლო წლებში სანელებლების ექსპორტი ზრდის ტენდენციას აჩვენებს, თუ 2020 -22 წლებში ექსპორტზე მხოლოდ 11-12 მლნ დოლარის სანელებლები გადიოდა, ეს მაჩვენებელი 2023 წელს 19 მილიონამდე გაიზარდა. წელს 5 თვეში კი, ექსპორტი 180%-ით არის გაზრდილი.
სანელებლების ექსპორტში ასეთი მკვეთრი ზრდა ჩინეთში ექსპორტის ზრდას უკავშირდება. მთავარი საექსპორტო ბაზარი ამ პროდუქციისთვის სწორედ ჩინეთია, სადაც წელს უკვე 15.777 მლნ დოლარის პროდუქცია გავიდა.
სანელებლების საექსპორტო ბაზრები / 2024 წლის 5 თვე
- ჩინეთი 15.777 მლნ დოლარი
- რუსეთი - 2.950 მლნ დოლარი
- უკრაინა - 0.497 მლნ დოლარი
- თურქეთი - 0.267 მლნ დოლარი
- ყაზახეთი - 0.196 მლნ დოლარი
წყარო: საქსტატი