მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ” თანამშრომლები დააჯილდოვა

63ecb5564f066
BM.GE
15.02.23 14:32
2262
კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ” წელს პირველად, საკუთარი თანამშრომლები საუკეთესო მუშაობისთვის და კარგი შედეგებისთვის დააჯილდოვა. დაჯილდოების ცერემონია “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას” სათაო ოფისში, ნატახტარში გაიმართა.

ჯამში 15 თანამშრომელს კომპანიამ სიმბოლური, “კოკა-კოლას” ბოთლის ოსკარი და ფულადი ჯილდო გადასცა, რისთვისაც 40 000 ლარი იყო გამოყოფილი.



“როდესაც ვსუბრობთ თანამშრომლების მოტივაციის ამაღლებაზე, უნდა ვიცოდეთ, რომ მოტივაცია მხოლოდ ხელფასი არ არის. თანხა შესაძლოა, მთავარ როლს ასრულებდეს, მაგრამ ყურადღება და დაფასება მნიშვნელოვანი კომპონენტია. ადამიანი როდესაც სახლში მიდის, ხელფასთან ერთად დადებითი ემოციაციც უნდა მიიტანოს, საკუთარ შვილებს ანახოს, როგორი წარმატებულია ის სამსახურში. ამიტომაც ჩვენთვის ყველა თანამშრომელი იმდენად დასაფასებელი და მნიშვნელოვანია, მინდა, საკუთარი თავი ისე წარმოაჩინოს ოჯახში, რომ შვილი ტრაბახობდეს მშობლით“, - ამბობს თემურ ჭყონია.



ჯილდოს გადაცემის ცერემონია “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიაში” წელს პირველად გაიმართა და მას ყოველწლიური სახე მიეცემა. აღნიშნულ დაჯილდოვებაზე მთავარი ჯილდოები, წარმატებული შედეგების გარდა, კომპანიაში მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილების კადრებს გადაეცათ.

როგორც თემურ ჭყონიამ BMG-ის უთხრა, მომდევნო წელს დაჯილდოვებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი საგრძნობლად გაიზრდება და კიდევ უფრო მეტი თანამშრომელი მიიღებს კომპანიისგან სპეციალურ ჯილდოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები