მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კოლორადოს უნივერსიტეტი კოსმოსური კოლონიზაციისთვის სტუდენტების მომზადებას იწყებს

5d947cd319e58
მიხეილ ხაჩიძე
02.10.19 14:21
911

კუთხოვანი რობოტი, რომელიც გემის ძაბვის ბორბლის მსგავსია, ნაცრისფერ ქვიშიან ზედაპირზე გადაადგილდება. ის დიზაინით მთვარის სხვა როვერებს, მაგალითად NASA-ს Curiosity-ს საერთოდ არ ჰგავს, თუმცა დაღმართ ფერდობებზე გადასვლის საშუალებას მარტივად იძლევა. ის ქმნის იმის ეფექტს, თითქოს რობოტი რომელიმე ექსტრაორდინალურ ზედაპირზე მოგზაურობს. სინამდვილეში კი, ეს პატარა აპარატი კოლორადოს სამთო სკოლის უზარმაზარ ტერიტორიაზე, დედამიწის მექანიკის ინსტიტუტის შენობაში განთავსებულ "მთვარის საცდელ განყოფილებაში" იტესტება.



დღესდღეობით , კოლორადოს სამთო სკოლა უკვე ფოკუსირებულია მომავალი ინჟინრების სწავლებაზე, რომლებიც მთვარეზე, მარსსა და ისეთ ადგილებზე, სადაც აქამდე არავინ ყოფილა, კოლონიების აგებას შეძლებენ. სტუდენტები მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ კოსმოსური ძიების საქმეში. "ჩვენ უნდა ვიპოვოთ რესურსი. უნდა გვესმოდეს, თუ როგორ უნდა მივიღოთ ისინი", - აცხადებს უნივერსიტეტის პრეზიდენტი პოლ ჯონსონი. "კარგად უნდა გვესმოდეს, როგორ მოვიქცეთ ამა თუ იმ სიტუაციაში და რაღაც მომენტში მივაღწევთ ისეთ დონეს, როცა ვაწარმოებთ გარკვეულ ნივთებს", - დასძენს ის.


 






Forbes- ის მიხედვით, სკოლა ამერიკული საუკეთესო უნივერსიტეტების რეიტინგში 94-ე ადგილს იკავებს. 2018 წლის შემოდგომიდან სექტორი "კოსმოსური რესურსების შესახებ" რამდენიმე პროგრამას სთავაზობს მსურველებს. მათ შორის, სხვადასხვა ტრენინგს, სწავლებას მაგისტრის ან დოქტორანტურის ხარისხისთვისაც.  კოსმოსური რესურსების საფუძვლების კურსს ამ დროისთვის 75 მოსწავლე ესწრება. ფართო მიმოხილვის გაკვეთილებზე სტუდენტები მთვარესა ან მარსზე არსებული მასალებისგან კოსმოსურ ხომალდსა და სხვა ობიექტებს აშენებენ. სხვა სემინარებზე კოსმოსური კოლონიზაციის ეკონომიკურ და სამართლებრივ შედეგებზე ამახვილებს ყურადღებას. ყველა პროგრამის კურსის დეტალები ინტერნეტითაც ხელმისაწვდომია.

 



შეიძლება სამეცნიერო ფანტასტიკა გეგონოთ, მაგრამ სამთო სკოლაში სწავლისთვის სტუდენტების მოთხოვნა ძალიან რეალურია და მზარდია. კომერციული კოსმოსური ინდუსტრია არის 350 მილიარდდოლარიანი გიგანტი, რომელიც Silicon Valley-ის სტარტაპების, ილონ მასკის SpaceX-სა და იური მილნერის მიერ სატელიტური კომპანიის მხარდაჭერით ფუნქციონირებს. 2040 წლისთვის კოსმოსური ინდუსტრიის კომპანიების მთლიანი შემოსავალი 1 ტრილიონ დოლარს მიაღწევს. ამავდროულად, აღსანიშნავია ისიც, რომ NASA ინსტიტუტთან მილიარდ დოლარიან კონტრაქტებს აფორმებს, რადგან ის მთვარეზე დაბრუნებას გეგმავს იმისათვის, რომ იქ ადამიანების მუდმივი ყოფნა უზრუნველყოს. მეცნიერები აცხადებენ, რომ მთვარეზე მუდმივი ბაზის შესაქმნელად მნიშვნელოვანი პირობაა იმ რესურსების რაოდენობის შემცირება, რომელიც დედამიწიდან ჩატანას საჭიროებს. ”თუ ოჯახთან ერთად დენვერიდან ნიუ – იორკში მიემგზავრებით, თქვენ არ გჭირდებათ, საწვავის, მაცივარისა და ყველა სახის საკვებს თანწაღება’’,- განმარტავს კოლეჯის "კოსმოსური რესურსების’’ კურსის ხელმძღვანელი.

 

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები