კომერციულმა ბანკებმა თქვეს, რომ ერთგულნი არიან საერთაშორისო სანქციების და სწორადაც მოიქცნენ, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ "პირველი არხის" ეთერში განაცხადა.
"კომერციული ბანკების და ჩვენი პოზიცია ერთია, რადგან ჩვენ ვართ ფინანსური ინსტიტუტების რეგულატორი და ჩვენც და ჩვენი კომერციული ბანკებიც არიან საქართველოში მოღვაწე სუბიექტები.
ეს იყო სწორი ქმედება მათ მხრიდან. იმის გამო რომ არასწორი ინტერპრეტაციები გაჩნდა ამიტომ გახდა საჭირო მათ კიდევ ერთხელ საჯაროდ დაედასტურებინათ რომ ისინი ერთგულნი არიან საერთაშორისო სანქციების.
როდესაც მეც მქონდა ბრიფინგი და პირველი კომუნიკაცია, იმით დავიწყე რომ ვიყავით და ვრჩებით საერთაშორისო სანქციების ერთგული. საბანკო სისტემა საერთო ჯამში რჩება საერთაშორისო სანქციების ერთგული და ჩვენ უზრუნველვყოფთ რომ ეს შენარჩუნდეს. ეს ითქვა ჩემგანაც და უბრალოდ მესიჯის ეს ნაწილი ჩაიკარგა.
საქართველო იყო, არის და რჩება საერთაშორისო სანქციების ერთგული, საუბარია, როგორ დავხვეწოთ აღსრულება ისე, რომ კითხვაც კი არ გაჩნდეს მომავალში", - განაცხადა ნათია თურნავამ.