მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომიტეტმა „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილება განიხილა - რა შეიძლება აიკრძალოს?

დდ
05.03.24 00:15
400

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით„ „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილება განიხილა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, კანონპროექტით, მეკავშირე პროკურორსა და დამხმარეზე არ გავრცელდება აკრძალვა, რომლის მიხედვითაც დაუშვებელია როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის გასვლის შემდეგ პირის იმავე დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში იმავე ან სხვა თანამდებობაზე დანიშვნა 1 წლის განმავლობაში.

კანონპროექტის ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, ალუდა ღუდუშაური, ალექსანდრე ტაბატაძე, ირაკლი შატაკიშვილი, დავით მათიკაშვილი და რატი იონათამიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები