მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომოს მერმა ისტორიულ ცენტრში ველოსიპედების მოძრაობა აკრძალა

ველოსიპედების აკრძალვა

იტალიის ქალაქ კომოს მერმა, ალესანდრო რაპინეზემ, რომელსაც ცოტა ხნის წინ ელექტროველოსიპედი დაეჯახა, ქალაქის ისტორიულ ცენტრში ველოსიპედების მოძრაობა აკრძალა. სექტემბრიდან მიღებული ახალი რეგულაციის თანახმად, დაახლოებით 30 ქუჩაზე ველოსიპედისტებს ტრანსპორტიდან ჩამოსვლა და ფეხით გადაადგილება მოუწევთ.

გადაწყვეტილებას ადგილობრივებისა და პოლიტიკოსების მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა, რომლებიც მერს პირადი შურისძიების მოტივში ადანაშაულებენ და სექტემბრის შუა რიცხვებში საპროტესტო აქციებს გეგმავენ.

თავად რაპინეზე ადასტურებს, რომ აკრძალვის იდეა მისი პირადი გამოცდილებიდან გამომდინარეობს, თუმცა ხაზს უსვამს, რომ ტურისტებით გადატვირთულ ზონაში ეს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის აუცილებელი ნაბიჯია.

კრიტიკოსთა აზრით კი, მერის ინიციატივა ეკოლოგიური ტრანსპორტით მოსარგებლეებს, განსაკუთრებით კი მიტანის სერვისის კურიერებს, მნიშვნელოვან პრობლემებს შეუქმნის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები