აზარტული თამაშების კომპანია "ავიატორი" კომპანია Spribe-ის მიერ რამდენიმე დღის წინ, ლონდონის სასამართლოში გამოტანილ განჩინებასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას პასუხობს. საკითხი უკავშირდება "ავიატორის" საავტორო უფლებების შესახებ მიმდინარე დავას, სადაც მოსარჩელი თავად "ავიატორია". კომპანიაში განმარტავენ, რომ Spribe-ის განცხადებაში სასამართლოს განჩინება რაც შუალედური გადაწყვეტილებაა წარმოდგენილია როგორც გამარჯვება, მაშინ როცა სასამართლომ Spribe-ის რვა შუამდგომლობიდან მხოლოდ სამი დააკმაყოფილა.
"სპრაიბის მიერ პროცედურული შუალედური გადაწყვეტილების გასაღება ხდება როგორც გამარჯვება, მაშინ როცა აღნიშნულ შუამდგომლობაშიც მას 8 მოთხოვნიდან მხოლოდ სამი დაუკმაყოფილდა.
კერძოდ, სპრაიბმა მიიღო წინასწარი უზრუნველყოფა რომელსაც:
- არ გააჩნია არავითარი სამართლებრივი გავლენა, რადგან სასამართლოს არ უმსჯელია საქმის შინაარსზე;
- არ გააჩნია არავითარი კომერციული მნიშვნელობა, რადგან შპს ავიატორს წინასწარ ქონდა განცხადებული რომ არც თვითონ და არც მისი ლიცენზიატები ჯერ არ გეგმავდნენ ინგლისის ბაზარზე შესვლას.
მიუხედავად აღნიშნულისა, სპრაიბი მიზანმიმართულად აგრძელებს მცდარი ინფორმაციის გავრცელებას, როგორც დავის ძირითად არსთან, ისე მოცემულ უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებით.
თამაში „ავიატორი“ 2018 წელს შეიქმნა არა სპრაიბის მიერ, არამედ შპს „ავიატორის“ (ონლაინ-კაიზინო „აჭარაბეთი“) დავალებითა და დაფინანსებით. კერძოდ, სწორედ შპს „ავიატორის“ მითითებით თამაშს დაერქვა ავიატორი და, ასევე, შპს სრპაიბისათვის გადაცემული იქნა იმ დროისათვის მოქმედი მიწის კაზინო „ავიატორის“ ლოგო თამაშში გამოსაყენებლად. შპს „ავიატორის“ მიერ სახელისა და ლოგოს მიწოდება მოხდა მხოლოდ იმ მიზნით, რომ აღნიშნული დასახელებითა და ვიზუალით თამაში გაშვებულიყო აჭარაბეთის პლატფორმაზე საქართველოსა და სომხეთში, რაც განხორციელდა კიდეც 2019 წლის 8 იანვარს საქართველოში და მოგვიანებით სომხეთში.
მიუხედავად აღნიშნულისა, შპს სპრაიბმა განზრახ დაარღვია შპს „ავიატორის“ ინტელექტუალური საკუთრების უფლებები, უნებართვოდ, უმნიშვნელოდ შეცვალა მიწოდებული ნაწარმოები და განაგრძო მისი უნებართვოდ გამოყენება და რეგისტრაცია სხვადასხვა ქვეყანაში.
რაც შეეხება ინგლისში მიმდინარე პროცესს, აღნიშნული დავა მიმდინარეობს შპს ავიატორის სარჩელის (და არა შპს სპრაიბის, რომელიც წამროადგენს მოპასუხეს ინგლისში) გამო. შპს ავიატორის მიერ ინგლისში სარჩელი შეტანილ იქნა 2024 წლის ბოლოს, რომლითაც მოთხოვნილია შპს სპრაიბის მიერ რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნების გაუქმება და შპს სპრაიბისათვის საავტორო უფლებების დარღვევის საფუძველზე უმნიშვნელოდ შეცვლილი ლოგოს გამოყენების აკრძალვა.
შპს სპრაიბმა მიიღო მხოლოდ პროცედურული, დროებითი გადაწყვეტილება, რომლითაც დავის დასრულებამდე ხდება status quo-ს შენარჩუნება. თუმცა, იგი ცდილობს აღნიშნული გაასაღოს როგორც გამარჯვება ინგლისის იურისდიქციასა და მთელ მსოფლიოში.
სინამდვილეში, შპს სპრაიბმა წარმატებას ვერ მიაღწია მოთხოვნილი უზრუნველყოფის უდიდეს ნაწილში. კერძოდ, იგი ითოხდა შპს ავიატორს აკრძალვოდა საჯარო განცხადებების გაკეთება, სადავო ლოგოსა და თამაშთან დაკავშირებული ინტელექტუალური საკუთრების ფლობასთან დაკავშირებით რაც არ დაკმაყოფილდა. კერძოდ, შპს სპრაიბი უზუნველყოფის სახით ითხოვდა, რომ შპს ავიატორს დავის დასრულებამდე აკრძალვოდა:
- ავიატორის დასახელებით „ქრაშ თამაშის“ შეთავაზება ან რეკლამირება ინგლისელი მომხმარებლისათვის (რასაც შპს ავიატორი ისედაც არ ახორციელებდა და არ აპირებდა განეხორციელებინა);
- ელექტრონული ფოსტისა და პრეს რელიზების გავრცელება ინგლისში;
- საჯარო განცხადებების გაკეთება ავიატორის ინტელექტუალური საკუთრების ფლობასთან დაკავშირებით;
- საჯარო განცხადების გაკეთება, რომ სპრაიბი არ წარმოადგენს სადავო ინტელექტუალური საკუთრების მფლობელს;
- ნებისმიერი ზემოთ აღნიშნული განცხადების განთავსება ვებგვერდზე.
ჩამოთვლილთაგან, შპს სპრაიბს დაუკმაყოფილდა მხოლოდ პირველი მოთხოვნა, რომელიც, ისედაც არ იგეგმებოდა და არ ხორციელდებოდა შპს ავიატორის მიერ. რაც შეეხება დანარჩენ მოთხოვნებს, ისინი მოკლებული იყო ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს, მოსმენების დროს მიჩნეულ იქნა უსაფუძვლოდ და გათხოვილ იქნა სპრაიბის მიერ. ამასთან, უზრუნველყოფის მიხედვით, შპს ავიატორს და/ან მის ლიცენზიატებს უნარჩუნდებათ უფლება მიმართონ ინგლისის აზარტული თამაშების კომისიას შესაბამისი ლიცენზიის აღების მოთხოვნით.
დასკვნის სახით აღსანიშნავია, რომ შპს ავიატორსა და შპს სპრაიბს შორის ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული დავა მიმდინარეობს სხვადასხვა იურისდიქციაში, მათ შორის ევროკავშირში, სადაც პასუხის ჩაბარების ვადის გადადების მრავალი მცდელობის შემდეგ, შპს სპრაიბი კვლავ არ აბარებს შესაგებელს და არ სცემს კითხვას პასუხს, თუ როგორ შექმნა „ავიატორის“ სადავო გამოსახულება.
შპს ავიატორი კვლავ აგრძელებს საკუთარი უფლებების დაცვას მსოფლიოს ყველა ქვეყანაში და გააგრძელებს კუთვნილი ინტელექტუალური საკუთრების დაბრუნების პროცესს ყველა იურისდიქციაში,"- ნათქვამია ავიატორის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
დავის შესახებ უფრო ვრცლად წაიკითხეთ სტატიაში.




























