დღესდღეობით საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, გაყიდვების სფერო ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და პერსპექტიული მიმართულებაა, ვინაიდან წარმატების მისაღწევად და კონკურენტულ გარემოში მოწინავე პოზიციებზე თავის დასამკვიდრებლად აუცილებელია ძლიერი გაყიდვების გუნდის არსებობა.
უძრავი ქონების საკონსულტაციო და აუთსორსინგ კომპანია „პროსპექტის“ ახალი ინიციატივის მიზანია გაყიდვების სასწავლო პროგრამის მსმენელს ჩამოუყალიბდეს და განუვითარდეს გაყიდვების მართვის უნარი. კურსი განკუთვნილია როგორც დამწყები გამყიდველებისთვის, ასევე იმ პირებისთვის, რომლებიც დასაქმებულნი არიან ამ პროფესიით და სურთ კარიერული განვითარება თუ ცოდნის გაღრმავება. სასწავლო კურსი მოიცავს თეორიულ ნაწილსა და პრაქტიკულ სამუშაოებს, მათ შორის პრეზენტაციების მომზადებას, რომელიც დაეხმარება მსმენელს შეძენილი ცოდნის გაზიარებაში. აღსანიშნავია, რომ ამჟამად მიმდინარეობს შიდა ტრენინგი თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით.
კომპანია „პროსპექტი“ სასწავლო კურსის ფარგლებში კანდიდატებს შეასწავლის ისეთ საჭირო უნარებსა და მეთოდოლოგიას, რომლებიც დაეხმარება მათ გახდნენ პროფესიონალი გაყიდვების სპეციალისტები უძრავი ქონების სფეროში. სასწავლო კურსი ორი ნაწილისგან შედგება და მოიცავს როგორც გაყიდვების მნიშვნელოვან ასპექტებს, ასევე სამშენებლო-უძრავი ქონების ბაზრის მუშაობის პრინციპებს. სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ წარმატებულ კანდიდატებს კომპანია დასაქმების შესაძლებლობას სთავაზობს კონკურენტუნარიანი ანაზღაურებით.
„პროფესიონალი გაყიდვების წარმომადგენლები კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მონაპოვარია, ვინაიდან სწორედ ამ ადამიანებზე დგას კომპანიის წარმატება და მოგება. უნდა აღინიშნოს, რომ დღესდღეობით უძრავი ქონების ინდუსტრიაში პროფესიონალი გამყიდველების დეფიციტია. სწორედ ამიტომ, ჩვენი მიზანია ჩვენი გუნდის წევრებს მივცეთ რაც შეიძლება მეტი თეორიული თუ პრაქტიკული ცოდნა იმისთვის, რომ ბაზარს მივაწოდოთ მაქსიმალურად კარგი სერვისი. კომპანია „პროსპექტი“ სასწავლო კურსის ფარგლებში იწვევს იმ ადამიანებს, რომელთაც აქვთ ინტერესი გაყიდვების სფეროში, აქვთ მოტივაცია დასაქმდნენ და განვითარდნენ წარმატებულ, ინოვაციური მიდგომის მქონე კომპანიაში და იყვნენ უზრუნველყოფილი მზარდი შემოსავლით“, - განაცხადა გუგა კობახიძემ, კომპანია „პროსპექტის“ გენერალურმა დირექტორმა.
სასწავლო კურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ვისაც სურს განათლება მიიღოს და დასაქმდეს გაყიდვების სფეროში, უყვარს ხალხთან ურთიერთობა, აქვს მოლაპარაკების წარმოების კარგი უნარი, გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი და სურს ეს ყოველივე აქციოს მზარდ და მაღალ ანაზღაურებად. ამისათვის დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ სამოტივაციო წერილი და გაიარონ გასაუბრება. გასაუბრების წარმატებით გავლის შემდეგ მოხდება ტრეინინგისთვის კანდიდატების შერჩევა.
გაყიდვების საკონსულტაციო და აუთსორსინგ კომპანია „პროსპექტი“ 2018 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს უძრავი ქონების სექტორში. "პროსპექტი" დეველოპერულ პროექტებში გაყიდვებისა და საკონსულტაციო კუთხით აქტიურად არის ჩართული და აფართოებს პარტნიორ კომპანიათა არეალს.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: hr@prospect.ge
დეტალური ინფორმაციისთვის თვალი ადევნონ "პროსპექტის" Facebook გვერდს, სადაც განთავსდება ეტაპობრივად ინფორმაცია ტრენინგების შესახებ: https://www.facebook.com/prospectsales