მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომპანია, რომელსაც დავოსში საქართველოს 2 პრემიერი შეხვდა - რას გეგმავს Camille Bloch?

5e29a54d2a589
სალომე მეცხვარიშვილი
23.01.20 17:26
1535
შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch-ი საქართველოში თხილის პლანტაციებს გააშენებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრემიერმინისტრის ადმინისტრაცია ავრცელებს.

პრესრელიზის მიხედვით, შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch-ი საქართველოში თხილის პლანტაციებს გააშენებს, ქართულ თხილს კი პროდუქტ “რაგუსას” წარმოებაში გამოიყენებს, - საინვესტიციო პროექტის განხორციელების დეტალებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა დანიელ ბლოხმა დავოსში გამართული შეხვედრისას ისაუბრეს.

ამავე კომპანიასთან და კომპანიის აღმასრულებელ დირექტორთან შეხვედრა შარშან სწორედ დავოსში მაშინდელმა პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ გამართა. სწორედ მაშინ დაანონსდა საქართველოში კომპანიის შემოსვლა.



დღეს პრემიერმინისტრის აპარატი აცხადებს, რომ Camille Bloch-მა უკვე დაარეგისტრირა კომპანია საქართველოში და მოიძია 651 ჰეტრამდე მიწის ნაკვეთის ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში. აღსანიშნავია, რომ კომპანიის მიზანია თხილის კულტივაცია ახალი ტექნოლოგიის გამოყენებით განახორციელოს, რასაც, კომპანიის ცნობით, გაზრდილი პროდუქტიულობა, მცენარის გამძლეობისა და მოსავლიანობის ზრდა მოჰყვება. ინვესტიციის ფარგლებში კომპანია 40-მდე ადამიანის დასაქმებას გეგმავს, ასევე აპირებს დასაქმებულთა გადამზადებას და ნოუ ჰაუს გავრცელებას თხილის სხვა მწარმოებლებისთვის.

პრემიერმა გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ მთავრობა მზად არის, მხარი დაუჭიროს საქართველოში კომპანიის წარმომადგენლობის ან საწარმოს გახსნას, რაც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის სექტორში მაღალტექნოლოგიური წარმოების განვითარებას.

შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch-ი, რომელსაც არსებობის 90-წლიანი ისტორია აქვს, წლიურად 3 700 ტონა შოკოლადს აწარმოებს, რომლის მეოთხედი ექსპორტზე გადის. კომპანიის წლიური შემოსავალი 45 მილიონ აშშ დოლარს აღემატება.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები