მონაცემთა ბაზრის მოცულობა $750 მილიარდის ფარგლებშია და ის წლიურად საშუალოდ 20%-ით იზრდება, რაც მას პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ინდუსტრიად აქცევს.
მონაცემთა გამოთვლები და სერვისები თანამედროვე ციფრული ეკონომიკის საყრდენია. ის ამოძრავებს ყველაფერს, სოციალური მედიის პლატფორმებიდან დაწყებული, საწარმოთა პროგრამული უზრუნველყოფით დამთავრებული.
ზრდის დინამიკასთან ერთად, ამ ბაზარს სირთულეც გამოარჩევს, რადგან მცირე ზომის კომპანიებისათვის იქ შესვლა ფაქტობრივად შეუძლებელია, ვინაიდან, ბაზრის უდიდესი წილს პლანეტის უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიები, მათ შორის: Amazon-ი, Microsoft-ი, Google-ი და Alibaba აკონტროლებენ, რომელთაც მრავალმილიარდიანი DATA-ცენტრები და ფიზიკური ინფრასტრუქტურა გააჩნიათ.
კომპანიების რეიტინგს, რომლებიც მონაცემთა გამოთვლების და DATA-ცენტრების ბაზარზე დომინირებენ:
1. Amazon Web Services
ბაზრის 30%
კაპიტალიზაცია: $2.6 ტრლნ
ცენტრების რაოდენობა: 320+
2. Microsoft Azure
ბაზრის 20%
კაპიტალიზაცია: $3.8 ტრლნ
ცენტრების რაოდენობა: 300+
3. Google Cloud
ბაზრის 13%
კაპიტალიზაცია: $3.4 ტრლნ
ცენტრების რაოდენობა: 130+
4. Meta Cloud
ბაზრის 5%
კაპიტალიზაცია: $1.6 ტრლნ
ცენტრების რაოდენობა: 30+
5. Alibaba Cloud
ბაზრის 4%
კაპიტალიზაცია: $407 მლრდ
ცენტრების რაოდენობა: 90+




























