მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომპანიები, რომლებმაც პანდემიის დროს თბილისის ძირითადი სავაჭრო ქუჩები დატოვეს

602ea06bad748
თამთა ჯიჯავაძე
19.02.21 00:00
3227
თბილისის ძირითად სავაჭრო ქუჩებზე ვაკანტურობის კოეფიციენტი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამის შესახებ Colliers International-ი საოფისე და კომერციული ფართების ბაზრის შეჯამებით მიმოხილვაშია აღნიშნული.

მიმოხილვის მიხედვით, თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე ვაკანტურობა 10%-დან 16%-მდე გაიზარდა. 2019 წლის ბოლოს რუსთაველზე აღნიშნული მაჩვენებელი 5%-ს შეადგენდა და 2020 წლის მონაცემებით 13%-იან ნიშნულს მიუახლოვდა. პეკინზე ასევე ზრდა დაფიქსირდა, 7%-დან 11%-მდე. უმნიშვნელო, 1%-იანი ზრდა შეინიშნებოდა ჭავჭავაძის გამზირზე.

გარდა ამისა, მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ 2020 წელს 169 მოიჯარემ დატოვა თბილისის ძირითადი სავაჭრო ქუჩები და გამოთავისუფლებული ობიექტების ჯამურმა ფართმა 11,385 კვ.მ შეადგინა.

„ვაკანტური ფართის 57% მდებარეობდა ჭავჭავაძისა და აღმაშენებლის გამზირებზე. Dunkin’ Donuts, OVS kids, Parfois, Flo, Finca Bank არიან იმ მოიჯარეებს შორის, რომლებიც 2020 წელს გავიდნენ თბილისის ძირითადი სავაჭრო ქუჩებიდან“, - აღნიშნულია მიმოხილვაში.

რაც შეეხება პანდემიის პერიოდში რეგისტრირებული კონტრაქტების საშუალო შეწონილ იჯარას, მიმოხილვის მიხედვით ეს მაჩვენებელი 36%-ით ნაკლებია 2019 წლის მაჩვენებელზე.

„აღნიშნულმა მაჩვენებელმა დრამატული, 50%-იანი კლება განიცადა აღმაშენებლის გამზირზე, კვ.მ-ზე 25.8 აშშ დოლარიდან 12.8 აშშ დოლარამდე. მნიშვნელოვანი, 40%-იანი კლება დაფიქსირდა რუსთაველის გამზირზე და საშუალო შეწონილი იჯარა კვ.მ-ზე 19.6 აშშ დოლარს შეადგენდა. საშუალო შეწონილი იჯარა 38%-ით შემცირდა პეკინზე, მაშინ როცა აღნიშნულმა მაჩვენებელმა მხოლოდ 3%-ით დაიკლო ჭავჭავაძის გამზირზე“, - წერია მიმოხილვაში.