მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომპანიები საქართველოში, რომლებშიც 2022 წელს ყველაზე მეტი უცხოური ინვესტიცია ჩაიდო

დოლარი ფული

2022 წელს დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ  2 097.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2021 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 1.7-ჯერ მეტია, ხოლო 2022 წლის წინასწარ მონაცემებს 4.9 პროცენტით აღემატება.

საქსტატის ცნობით, ორი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობაში, 2022 წლის დაზუსტებული მონაცემებით, 38.0 პროცენტი შეადგინა. პირველ ადგილზე გაერთიანებული სამეფო იმყოფება 20.8 პროცენტით (437.0 მლნ. აშშ დოლარი), მეორეზეა ესპანეთი 17.2 პროცენტით (360.5 მლნ. აშშ დოლარი), ხოლო მესამეზე - ნიდერლანდები 9.4 პროცენტით (196.2 მლნ. აშშ დოლარი).

გასულ წელს, ყველაზე მეტი უცხოური ინვესტიცია შემდეგ კომპანიებში განხორციელდა:

1. შპს რას ალ ხაიმა ინვესტმენტ აუტორიტი ჯორჯია (სასტუმროები და რესტორნები) - ინვესტორი ქვეყანა არაბთა გაერთიანებული საამიროები
2. შპს მაგთიკომი (ინფორმაცია და კომუნიკაცია) - ინვესტორი ქვეყანა აშშ
3. სს ენერგო პრო ჯორჯია (ენერგეტიკა) - ინვესტორი ქვეყანა ჩეხეთი
4. შპს ტოიოტა კავკასია (ვაჭრობა) - ინვესტორი ქვეყანა იაპონია
5. სს ჯორჯია გლობალ იუთილითიზ (უძრავი ქონება) - ინვესტორი ქვეყანა ესპანეთი
6. შპს აკვალია საქართველო (წყალმომარაგება და ნარჩენების მართვა) - ინვესტორი ქვეყანა ესპანეთი
7. შპს სითი ლოფტი (ხელოვნება, გართობა და დასვენება) - ინვესტორი ქვეყანა ირლანდია
8. სს Hualing international special economic zone (მშენებლობა) - ინვესტორი ქვეყანა ჩინეთი
9. სს ბიჯეო ჯგუფი (საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები) - ინვესტორი ქვეყანა გაერთიანებული სამეფო
10. შპს ეპამ სისტემს (ჯორჯია) (ინფორმაცია და კომუნიკაცია) - ინვესტორი ქვეყანა აშშ.

ეს ინფორმაცია BMG-ის საქსტატმა მიაწოდა და საწარმოები რეიტინგის მიხედვით დალაგებული არ არის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები