მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

TOP-10 კომპანია, რომლებშიც II კვარტალში ყველაზე მეტი FDI ჩაიდო

Silk Road Group

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის II კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) მოცულობა 580.1 მილიონი აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც გასულ წელთან შედარებით 12%-ით ნაკლებია.

2025 წლის II კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში განხორციელდა. პირველ ადგილზეა გაერთიანებული სამეფო - 242.7 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 41.8%-ს შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფება თურქეთი - 54.0 მლნ. აშშ დოლარით (9.3%), ხოლო მესამეზე ჩეხეთი - 38.3 მლნ. აშშ დოლარით (6.6%). სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილი ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 57.7%-ს შეადგენს.

BM.GE საქსტატიდან იმ კომპანიების TOP-10-ეული გამოითხოვა, რომლებშიც ამ პერიოდში ყველაზე მეტი უცხოური ინვესტიცია ჩაიდო.

TOP-10 კომპანია, რომლებშიც II კვარტალში ყველაზე დიდი მოცულობის FDI ჩაიდო

დასახელება სექტორი ინვესტორი ქვეყნები
1 აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი დამამუშავებელი მრეწველობა ნიდერლანდები
2 შპს თბილისი ენერჯი ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება მარშალის კუნძულები
3 სს ენერგო - პრო ჯორჯია ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება ჩეხეთი
4 შპს ტავ ურბან საქართველო ტრანსპორტი და დასაწყობება გაერთიანებული სამეფო / თურქეთი
5 შპს ქართული ცემენტი (ყოფილი შპს ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია) დამმუშავებელი მრეწველობა ნიდერლანდები
6 სს საქართველოს კაპიტალი საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები გაერთიანებული სამეფო
7 შპს სილქ როუდ გრუპ ჰოლდინგ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები მალტა
8 სს ბიჯეო ჯგუფი საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები გაერთიანებული სამეფო
9 სს ეპ ჯორჯია გენერაცია ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება ჩეხეთი
10 შპს სოკარ მიდსთრიმ ოპერეიშენს - საქართველოს ფილიალი ტრანსპორტი და დასაწყობება აზერბაიჯანი

შენიშვნა: კომპანიებს საქსტატი შემთხვევითობის პრინციპით ალაგებს.

აღსანიშნავია, რომ „საქსტატის“ მონაცემებით, 2025 წლის II კვარტალში სააქციო კაპიტალმა 123.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 21.3%-ია. ხოლო რეინვესტიციამ 466.6 მლნ დოლარი შეადგინა და მისი წილი 80.4%-ით განისაზღვრა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები