მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომპენსაციის მისაღებად დაქირავებით დასაქმებულთა მონაცემების წარდგენის ვადა ხვალ იწურება

5ee6288b57aee
BM.GE
14.06.20 18:09
2049
შემოსავლების სამსახური დამსაქმებლებს ახსენებს, რომ მათ 15 ივნისის ჩათვლით უნდა წარადგინონ დაქირავებით დასაქმებულთა შესახებ მონაცემები. 

როგორც ცნობილია, პანდემიის შედეგად დაზარალებულთა მხარდაჭერის სოციალურ-ეკონომიკური პროგრამის ფარგლებში, დაქირავებულ პირებს შესაძლებლობა ეძლევათ ისარგებლონ, საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული კომპენსაციის მიღების უფლებით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, დამსაქმებელმა მეწარმე სუბიექტებმა დაქირავებით დასაქმებულთათვის კომპენსაციის გაცემის მიზნით შემოსავლების სამსახურს უნდა წარუდგინონ შესაბამისი განაცხადი.

"იმისათვის, რომ დაქირავებულმა პირებმა ისარგებლონ მაისის თვის კომპენსაციით, დამსაქმებელმა კომპანიებმა, 15 ივნისის ჩათვლით (დადგენილების ამოქმედებიდან - 04.05.2020 წლიდან 6 თვე) უნდა წარმოადგინონ იმ დაქირავებულ პირთა სია, რომლებიც დაქირავებით საქმიანობას ეწეოდნენ 2020 წლის პირველი სამი თვიდან (იანვარი, თებერვალი, მარტი) რომელიმე ერთ თვეს მაინც, იღებდნენ ხელფასს და საგანგებო მდგომარეობის პერიოდში შეუწყდათ ან შეუჩერდათ შრომითი ურთიერთობა. დამქირავებელი, ასევე უფლებამოსილია განაცხადის წარუდგენლობის ან არასწორად წარდგენის შემთხვევაში დააზუსტოს და წარადგინოს ახალი განაცხადი 20 ივნისის ჩათვლით.

კომპენსაციის გაცემის მიზნებისთვის დაქირავებულად არ მიიჩნევა და დაქირავებით დასაქმებულის კომპენსაციის მიღების უფლებამოსილება არ აქვთ პირებს, რომლებზეც 2020 წლის პირველ კვარტალში ფიქსირდება სახელფასო განაცემი საბიუჯეტო ორგანიზაციიდან, საქართველოს ეროვნული ბანკიდან, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოდან, ასევე საწარმოდან, რომლის აქციების/წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკა ან მუნიციპალიტეტი"-აცახდებენ შემოსავლების სამსახურში.

დამსაქმებელი კომპანიების მიერ კომპენსაციის გაცემისთვის საჭირო ელექტრონული განაცხადის ფორმა და შევსების წესი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე:

https://eservices.rs.ge/ServiceRequestNew.aspx?p=751

https://www.rs.ge/common/get_doc.aspx?id=10898

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები