კომპიუტერების ჩიპების გლობალურმა ინდუსტრიამ აშშ-ის მიერ რუსეთისთვის სანქციების დაწესების შემდეგ, რუსეთთან გაყიდვები შეაჩერა. მათ შორის არის TSMC, რომელიც მსოფლიოში ჩიპების ყველაზე მსხვილი მწარმოებელია.
ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ რუსეთის მიმართ სანქციები 24 თებერვლის ღამით დააანონსა და განაცხადა, რომ გაანახევრებენ რუსეთის კომპიუტერების ტექნოლოგიების ექსპორტს.
WP წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ TSMC-მა არა მხოლოდ რუსეთთან შეაჩერა გაყიდვები, არამედ იმ მესამე პირებზეც, რომლებზე აქვთ ინფორმაცია, რომ მათი მეშვეობით რუსეთში შევა პროდუქტი.




























