მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომუნიკაციების კომისია ბაზრის კვლევისთვის 250 486 ლარს გადაიხდის - დეტალები

comcom

განცალკევებული აღრიცხვის ვალდებულების მარეგულირებელი მიზნების ეფექტიანი განხორციელებისთვის, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ბაზრის ეკონომიკური კვლევისთვის 250 486-ლარიანი შესყიდვა გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ტექნოლოგიური პროგრესის და სატელეკომუნიკაციო მომსახურებების ბაზრის მუდმივი განვითარების და ცვალებადობის პირობებში კომუნიკაციების კომისია მიზანშეწონილად მიიჩნევს განცალკევებული აღრიცხვის ვალდებულების აღსრულების მიზნით დანერგოს ფართოდ გამოყენებადი და ეფექტიანი მიდგომები. ახალი მიდგომების დანერგვამდე კი, მარეგულირებელმა ბაზრის კვლევა უნდა ჩაატაროს.

კერძოდ კი, საკონსულტაციო მომსახურების ფარგლებში კომისიას სჭირდება მხარდაჭერა თუ რა ტექნიკური ინფორმაცია უნდა იქნას წარმოდგენილი განცალკევებული აღრიცხვის ვალდებულების ფარგლებში და რა დასაბუთებით, რა მიზანშეწონილობით ხდება ამა თუ იმ ინფორმაციის მოთხოვნა.

საკონსულტაციო მომსახურების ფარგლებში, პასუხი უნდა გაეცეს ასევე, თუ როგორ ემსახურება განცალკევებული აღრიცხვის ვალდებულება კროს-სუბსიდირების პრევენციას. უნდა შემუშავდეს სახელმძღვანელო კომისიის თანამშრომლებისთვის, რათა კომისიას შემუშავებული ჰქონდეს თანმიმდევრული მიდგომები განცალკევებული აღრიცხვის შედეგების ანალიზისას და ინტერპრეტირებისას და ასევე, იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება დასკვნის გაკეთება რეგულირებულ სეგმენტებს შორის კროს-სუბსიდირების არსებობის თაობაზე.

კომისია წერს, რომ შემუშავებული მეთოდოლოგია და შემოთავაზებული ცვლილებები შესაბამისობაში უნდა იყოს ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკებთან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები