მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კომუნიკაციების კომისიის წევრობის კანდიდატთა შესარჩევად ღია კონკურსი ტარდება

კომუნიკაციების კომისია

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობის კანდიდატთა შესარჩევად ღია კონკურსი ტარდება.

ცნობისთვის, წევრობის ვადა ეწურება ვახტანგ აბაშიძეს.

მთავრობის განკარგულებით, ერთი ვაკანტური თანამდებობისთვის ღია კონკურსი 11 თებერვლიდან გამოცხადდება და ყველას აქვს კანდიდატურის დასახელების უფლება 30 დღის ვადაში.

დოკუმენტის თანახმად, კომისიის წევრობის კანდიდატი უნდა იყოს საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი, რომელსაც აქვს ეკონომიკის, ფინანსების, საჯარო ადმინისტრირების, ბიზნესადმინისტრირების, სამართლის, ელექტრონული კომუნიკაციების ან ჟურნალისტიკის მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და არანაკლებ 10 წლის მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, არანაკლებ 3 წლისა - მმართველ თანამდებობაზე.

შეგახსენებთ, კომისიის ყოფილ თავმჯდომარეს, კახა ბექაურს უფლებამოსილება ამოეწურა და ის, გასულ თვეში, გოგა გულორდავამ ჩაანაცვლა, რომელიც 6 წლის ვადით კომუნიკაციების კომისიის წევრი იქნება. კომისიის წევრები ასევე არიან: ვახტანგ აბაშიძე, ნათია კუკულაძე, ეკატერინე იმედაძე, ივანე მახარაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები