კონგრესში MEGOBARI აქტის იმპულსი იზრდება. ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისია სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ აშშ ქართველ ხალხთან მეგობრობას სერიოზულად ეკიდება.
საქართველოსთან დაკავშირებულ კანონპროექტს 5 ახალი თანაინიციატორები ჰყავს.
"აშშ ქართველ ხალხთან მეგობრობას სერიოზულად უყურებს და კონგრესში MEGOBARI აქტის იმპულსები იზრდება. დღეს ჩვენ მივესალმებით ახალ თანაინიციატორებს, საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეებს, ოსტინ სკოტსა და ჯერი კონოლის, ასევე, კონგრესმენებს, დონ ბეიკონს, ლოიდ დოჯეტსა და მაიკ ლოულერს", – წერს ჰელსინკის კომისია.
The U.S. takes its friendship with Georgia's people seriously & momentum for the #MEGOBARI Act in Congress is growing.
— U.S. Helsinki Commission (@HelsinkiComm) June 6, 2024
Today, we welcome new co-sponsorships from #Georgia Caucus Co-Chairs @AustinScottGA08 & @GerryConnolly alongside @RepDonBacon @RepLloydDoggett @RepMikeLawler.
ჰელსინკის კომისიამ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატას MEGOBARI Act-ი 23 მაისს წარუდგინა. ორპარტიული კანონპროექტი - “საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი” მიზნად ისახავს საქართველოში დემოკრატიის, ადამიანთა უფლებებისა და კანონის უზენაესობის პრინციპების გაუმჯობესებას. კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატას ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ და კონგრესმენმა ჯო უილსონმა და კონგრესმენებმა სტივ კოენმა, რიჩარდ ჰადსონმა და მარკ ვეისმა წარუდგინეს.