მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კონკურენციის სააგენტომ 200-მდე განაცხადიდან მომხმარებლის უფლებების დარღვევა 5 შემთხვევაში დაადასტურა

64259d0190aab
ელენე გოგბერაშვილი
30.03.23 18:47
463
2022 წლის 1 ნოემბრიდან, კონკურენციის სააგენტომ ახალი მანდატის ფარგლებში „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ კანონის აღსრულება დაიწყო. როგორც სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი ლექვინაძე bm.ge-სთან განმარტავს, განაცხადების 80% ონლაინ ვაჭრობის შემთხვევებზე მოდის.

5 თვის განმავლობაში სააგენტოში 200-მდე განაცხადი შევიდა, საიდანაც 5 შემთხვევაში დადასტურდა მომხმარებლის უფლებების დარღვევა. რაც შეეხება სექტორებს, ლექვინაძის განმარტებით, საჩივრების ძირითადი ნაწილი საყოფაცხოვრებო ტექნიკით და ტანსაცმლით ვაჭრობაზე მოდის.

“კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში შემოსულია 190 განაცხადზე მეტი, საიდანაც დაახლოებით 120 შემთხვევაში დაიწყო საქმის შესწავლა, დაახლოებით 30 პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გვაქვს გაფორმებული 50 საქმესთან დაკავშირებით. 5 შემთხვევაში გვაქვს დარღვევის დადასტურება და 2 შემთხვევაში დარღვევის არ დადასტურება.

ძირითადად საკითხები მოდის, რომელიც ეხება ონლაინ შემთხვევის დროს წარმოშობილ პრობლემატიკას და პრეტენზიებს, დაახლოებით 80%-ია ასეთი საქმეების რიცხვი.

განაცხადების ძირითადი ნაწილი მოდის თბილისზე, დაახლოებით 90% და ამას ჩვენ ვუკავშირებთ იმას, რომ რეგიონებში მეტი აქტივობა გვჭირდება საინფორმაციო კამპანიის კუთხით“,-აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.

"მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ" კანონის თანახმად, თითოეული მოვაჭრე, როგორც ფიზიკურ, ასევე ონლაინ სივრცეში ვალდებულია მომხმარებელს სრული ინსტრუქცია მიაწოდოს ქართულ ენაზე, სადაც პროდუქტზე ნაკლის აღმოჩენის შემთხვევაში დაბრუნების პირობები და სხვა დეტალები იქნება გაწერილი. ასევე, კანონის თანახმად ონლაინ ვაჭრობის შემთხვევაში მაღაზია ვალდებულია გაყიდული პროდუქცია 14 დღის ვადაში უპირობოდ დაიბრუნოს. მაგალითად, თუ პროდუქტს ეტყობა მოხმარების კვალი ან თუ პროდუქტს დაკარგული აქვს პირველადი სახე და ა.შ. ასეთ შემთხვევაში მოვაჭრეს აქვს უფლება არ დაიბრუნოს, ან დაიბრუნოს მნიშვნელოვანი ფასდაკლებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები