მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კონკურენციის სააგენტომ აკრედიტაციის ცენტრის მხრიდან შესაძლო დარღვევის ფაქტზე მოკვლევა დაიწყო

6246aab1c63b9
BM.GE
01.04.22 11:36
585
საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრის მიერ, სავარაუდო დარღვევის ფაქტზე, საქმის მოკვლევა დაიწყო.

სააგენტოს ცნობით, საქმე ეხება ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის მოწყობასა და აკრედიტაციის მისაღებად საჭირო სამართლებრივი პროცედურების განხორციელებაზე გაცემული უარის კონკურენციის კანონმდებლობასთან შესაბამისობას.

მოკვლევის ფარგლებში, სააგენტო აგრეთვე განახორციელებს - „საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის“ მიერ, ანალოგიურ საკითხებთან დაკავშირებით, სააგენტოში წარმოდგენილ განცხადებებში მითითებული ფაქტებისა და გარემოებების შესწავლას.

სააგენტო გადაწყვეტილებას იღებს მოკვლევის დაწყებიდან 6 თვის ვადაში. საკითხის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, შესაძლოა საქმის შესწავლა 18 თვემდე გაგრძელდეს.

სააგენტოს განცხადებითვე, ამ დროისთვის, მიმდინარე რეჟიმშია 2 საქმის მოკვლევის პროცესი - სათარჯიმნო სექტორში - დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების და შეთანხმებული ქმედების გამოვლენის მიმართულებით და სადაზღვევო/ჰოსპიტალურ სექტორში - არასამართლიანი სავაჭრო პირობების დადგენის ფაქტზე. შესწავლის პროცესშია 2 დაგეგმილი კონცენტრაცია და 1 ბაზრის მონიტორინგი.

აღსანიშნია, რომ 2021 წელს, სააგენტომ 5 მოკვლევის საქმე და 1 ბაზრის მონიტორინგი დაასრულა, 3 კონცენტრაციაზე გაიცა თანხმობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები