კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) 2014-2025 წლებში ბიზნესს 117 632 637 ლარის ჯარიმა დააკისრა.
სააგენტოს წლიური ანგარიშის თანახმად, აქედან 63.4 მლნ ლარის ჯარიმა ზოგადი საქმეებია, 53.4 მლნ ლარით ფარმაცევტული სექტორი დაჯარიმდა, ხოლო 848.3 ათასი ლარი რუსთავის ავტობაზრობას დაეკისრა.
რაც შეეხება გასულ წელს, 2025 წელს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ 1.7 მლნ ლარის ჯარიმები გამოწერა. მათ შორის, 1 407 633 ლარის ჯარიმები მოკვლევების ნაწილში, ხოლო 204 415 ლარის კონცენტრაციებთან დაკავშირებით გამოიწერა. მომხმარებელთა უფლებების დარღვევისთვის კი კომპანიები 100 ათას ლარზე მეტით დაჯარიმდნენ. აღსანიშნავია, რომ ჯარიმების მოცულობა აღემატება 2024 წლის მონაცემებს, როდესაც ბიზნესი 312 ათასი ლარით დაჯარიმდა.




























