მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კონკურენციის სააგენტომ biletebi.ge-სთან მომხმარებლის სასარგებლოდ ხელშეკრულება  გააფორმა - რა დაევალა კომპანიას?

კონკურენციის სააგენტო

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ(GCCA), მომხმარებლის სასარგებლოდ, ბილეთებით ონლაინ ვაჭრობის სექტორში, შპს “ელ.ბილეთებთან“ (www.biletebi.ge) პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გააფორმა.

როგორც bm.ge-ს კონკურენციის სააგენტოდან აცნობეს, GCCA-სა და მოვაჭრეს შორის გაფორმებული შეთანხმების თანახმად, კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოსაფხვრელად, სააგენტოს გადაწყვეტილებით მოვაჭრეს დაევალა:

  • გამოასწოროს კომპანიის შიდა პოლიტიკა და კანონის მოთხოვნებს შეუსაბამოს;
  • შეიმუშაოს მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ფორმა ქართულ ენაზე, მკაფიოდ, გასაგებად, სრულად და განათავსოს ვებ-გვერდზე -www.biletebi.ge, სოციალურ ქსელში და სხვა ნებისმიერ ონლაინ პლატფორმაზე;
  • უზრუნველყოს მომსახურებაზე გასაყიდი და ერთეულის ფასის მკაფიო, გასაგები ფორმით მითითება;
  • მკაფიოდ ჩამოაყალიბოს საგარანტიო პირობები და ა.შ.

GCCA-ის გადაწყვეტილებით, ხელშეკრულების თანახმად, მოვაჭრეს განესაზღვრა 3 თვის ვადა - სააგენტოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებები შესასრულებლად.

ინფორმაციისთვის: 2024 წლის რვა თვის მონაცემებით, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, 570 განაცხადი დაფიქსირდა. 123 საქმეზე დადასტურდა მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 59 დარღვევის ფაქტი. GCCA-ის მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 34 მოვაჭრეს - 47 საქმეზე ჯარიმა დაეკისრა, ჯამში - 38 301 ლარი. პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 108 საქმეზე - 93 შეთანხმება გაფორმდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები