მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კონკურენციის სააგენტომ “დროს” წინააღმდეგ “სკას” საჩივარი განუხილველად დატოვა

დროა
12.03.24 17:37
1685

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს "სკა ჯგუფის“ საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ ბრძანება გამოაქვეყნა. „სკა“ სააგენტოში წარდგენილ საჩივარში ამტკიცებდა, რომ შპს „დრო ჰელსი“ არაკეთილსინდისიერ კონკურენციას ეწეოდა.

სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, მომჩივანმა სააგენტოში წარდგენილი საჩივარი უკან გაიხმო, შესაბამისად, ბრძანების საფუძველი შპს "სკა ჯგუფის“ საჩივრის გახმობის შესახებ განცხადებაა.

ამავე დოკუმენტში აღნიშნულია, „საჩივრის განუხილველად დატოვება არ ართმევს პირს უფლებას, მომართოს საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს იმავე დავის საგანზე, იმავე საფუძვლით საკითხის შესწავლის მოთხოვნით. საჩივრის განუხილველად დატოვება არ ართმევს სააგენტოს უფლებას საჩივრის გახმობამდე წარმოდგენილი ინფორმაცია გამოიყენოს საკუთარი ინიციატივით მოკვლევის წარმოებისთვის“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები