თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასთან მუსიკოსებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი ევროინტეგრაციის შეფერხებას და ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს აპროტესტებენ.
ამასთან, აქციის მონაწილეები კონსერვატორიის რექტორს, გიორგი ვაჩნაძეს განცხადებისკენ მოუწოდებენ, რომ ის ირაკლი კობახიძის განცხადებას ემიჯნება. გარდა ამისა, დემონსტრანტები ითხოვენ კონსერვატორიის სტუდენტის, ანრი კაკაბაძის გათავისუფლებას, რომელიც აქციაზე დააკავეს.
ბოლო მონაცემებით, IT/TECH კომუნის მსვლელობა, რომელიც მუსიკოსების საპროტესტო აქციის პარალელურად მიმდინარეობს, მუსიკოსების აქციას შეუერთდება, რის შემდეგაც მსვლელობას ვაკის პარკისკენ ერთად გააგრძელებენ.