მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კონსულტაციები იმ სეგმენტთან გავიარეთ, რომელიც ქვიშა-ხრეშის მდინარეების ნაპირებიდან მოპოვებითაა დაკავებული - მაია ბითაძე

ჭორიხი

ქვიშა-ხრეშის მოპოვებისთვის მოსაკრებელი სამმაგდება. პარლამენტში უკვე წარდგენილია კანონპროექტი, რომელიც ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებელი არსებული 0.2 ლარიდან 0.6 ლარამდე იზრდება. საკითხი დღეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე პირველი მოსმენით განიხილეს.

კანონპროექტზე მომხსენებლის, მაია ბითაძის განმარტებით, ბუნებრივი რესურსების მოსაკრებლით მიღებული შემოსავალი მთლიანად მიემართება ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტში და აღნიშნული ცვლილების შედეგად მათი შემოსავლები სამჯერ გაიზრდება.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ სხდომაზე განაცხადა, წარმოდგენილი კანონპროექტის თაობაზე, მინერალური რესურსების სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, ბიზნეს სექტორთან შეხვედრა გაიმართა.

„კონსულტაციები გავიარეთ სწორედ იმ სეგმენტთან, რომელიც ქვიშა-ხრეშის მდინარეების ნაპირებიდან მოპოვებით არის დაკავებული და ამ ეტაპზე გადაწყდა, რომ ფასის მატება მხოლოდ ქვიშა-ხრეშზე მომხდარიყო, რადგან ეს ბიზნესზე არ იქნება დიდი ზეწოლა. ასევე რესურსზე ძალიან გაიზარდა მოთხოვნა. ქვიშა-ხრეშის მდინარის კალაპოტიდან მოპოვების ტექნოლოგია სრულიად განსხვავებულია იმ მეთოდოლოგიისგან, რაც სხვა რესურსების მოპოვების დროს გამოიყენება, ამიტომ სხვა რესურსებთან დაკავშირებით ჩვენ მუშაობას ვაგრძელებთ და საგაზაფხულო სესიისთვის შეიძლება საკანონმდებლო ცვლილებების ახალი პაკეტი წარმოვადგინოთ“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

კანონპროექტის განხილვაში მონაწილეობდა ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფროსი ანდრო ასლანიშვილი.

განხილულ კანონპროექტს კომიტეტმა მხარი დაუჭირა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები