სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე კორეის მიმართულებით ჩარტერული რეისები განახლდება.
Korean Air-ის მიერ სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, პირდაპირი ფრენები ინჩეონსა და თბილისს შორის 11 მაისს, 25 მაისს, 8 ივნისს, 22 ივნისსა და 6 ივლისს შესრულდება.
აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანიამ ინჩეონი - თბილისი - ინჩეონის საჰაერო ხაზზე ჩარტერული ავიარეისები გასულ წელსაც შეასრულა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ Korean Air-ს საქართველოს მიმართულებით არარეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა ორ აპრილს მიანიჭა.