მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კორეაში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ, Boeing-ის აქციები 5%-ით გაუფასურდა

Jeju Air

სამხრეთ კორეა ბოლო რამდენიმე დეკადის ყველაზე საზარელ ავიაკატასტროფას გლოვობს. გასულ კვირას, Jeju Air-ის საკუთრებაში არსებული Boeing-ის 737-800-ის ტიპის თვითმფრინავი სამხრეთ კორეის ქალაქ მუანში ჩამოვარდა, რასაც 179 ადამიანი ემსხვერპლა. კონკრეტულად რამ გამოიწვია ავიაკატასტროფა, ჯერჯერობით, უცნობია, რადგან ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს, მაგრამ პირველადი ინფორმაციით, ჰაერში მყოფი თვითმფრინავი ფრინველებთან შეჯახების შედეგად დაზიანდა.

შეტაკება, როგორც ჩანს, იმდენად ძლიერი იყო, რომ თვითმფრინავში დაზიანდა, როგორც შასი, ასევე ჰიდრავლიკური სისტემა, რამაც პილოტს აიძულა, თვითმფრინავი უკანა ბორბლების გარეშე დაესვა. ეს დავალება Jeju Air-ის პილოტმა კონტექსტის გათვალისწინებით კარგად აღასრულა, მაგრამ თვითმფრინავი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის ბოლოს მდგარ ბეტონის კედელს დაეჯახა, რომლის შედეგად თვითმფრინავი აფეთქდა, რასაც 179 ადამიანი ემსხვერპლა.

Jeju Air-ი სამხრეთ კორეის ყველაზე დიდი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიაა, რომელიც 40-მდე თვითმფრინავს ფლობს. თავად თვითმფრინავი კი, რომელიც კვირას ავიაკატასტროფაში მოჰყვა, ამერიკული Boeing-ის ერთ-ერთი ფლაგმანური მოდელია, რომელსაც კომპანია 1998 წლიდან აწარმოებს. თავად ეს მოდელი მაღალტექნოლოგიურობით და გამძლეობით გამოირჩევა, რასაც Boeing 737-800-ის ტიპის 5,200-ზე მეტი ერთეულის გაყიდვა ადასტურებს.

როგორც Jeju Air-ში ამბობენ, თავად თვითმფრინავი დაზღვეული იყო, ხოლო კომპანია გარდაცვლილთა და დაშავებულთა ოჯახებს კომპენსაციას გადაუხდის. თუმცა უშუალოდ თვითმფრინავის ბორტზე მყოფთა გარდა, დაზარალდნენ ორივე კომპანიის ინვესტორებიც. Jeju Air-ის აქციების ფასმა და, შესაბამისად, კომპანიის შეფასებამ ისტორიულ მინიმუმამდე იკლო, ხოლო Boeing-ის აქციები 5%-ით გაუფასურდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები